logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას!
- +

18 მაისი. 2016. 23:12


NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პროგრესი ვარშავის სამიტზე აღიარებული იქნება.


სტოლტენბერგის თქმით, NATO განაგრძობს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების გზაზე.


„ხვალ, მონტენეგროსთან ალიანსში მიწვევის ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს იმას, რომ NATO - კარი ღია რჩება და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან და სხვა ასპირანტ ქვეყნებთან მუშაობას. ღრმად მწამს, რომ NATO - სამიტზე, ივლისში, აღიარებული იქნება საქართველოს მიერ მიღებული პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მყარ ვალდებულებას, რომ ვუზრუნველვყოთ ძლიერი პოლიტიკური და ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების, ინსტიტუტების განვითარების და შეაიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით. ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, რომ დავეხმაროთ საქართველოს NATO - წევრობის გზაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით.  


ხვალ, NATO -ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. როგორც ცნობილია, მონტენეგროს ალიანსის წევრობას შესთავაზებენ. ნატო-ს სამიტი 8-9 ივლისს, ვარშავაში გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner