logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: სააკაშვილისთვის მთავარი იყო, ქვეყანაში შეექმნა ყველა პირობა, რათა პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო
- +

29 ნოემბერი. 2018. 17:26

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„ბოლო წლების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი არის დესტაბილიზაციის ფაქტორი და პრეზიდენტობის პერიოდშიც, განსაკუთრებით 2007 წლის შემდეგ. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის ფაქტორი, მით უმეტეს, თუ ჩავთვლით 2008 წლის ომსაც რუსეთის ფედერაციასთან. აქედან გამომდინარე, ის თავად არის დესტაბილიზატორი.

ფრთხილი განცხადებები, რომელიც გააკეთა გუშინ ოპოზიციამ, ჩემთვის გასაგები იყო, რადგან შედეგი, რომელიც დადგა, იყო ქართველი ხალხის ნება. დიდ წილად ეს იყო იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რა მიზნები ამოძრავებდა ქვეყნიდან გაქცეულ სააკაშვილს. ამ არჩევნებში მისთვის საერთოდ არაფერს წარმოადგენდა გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ან დამარცხება, მისთვის მთავარი იყო, რომ არჩევნები როგორც არ უნდა დასრულებულიყო, შეექმნა ყველა პირობა, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner