logo_geo
eng_logo
პერ ეკლუნდი: ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები
- +

29 ნოემბერი. 2018. 18:02

 

NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა პერ ეკლუნდმა პრესკონფერენციაზე, სადაც NDI-ს მისიამ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება წარმოადგინა, განაცხადა, რომ ვერ ხედავენ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დააყენონ არჩევნების შედეგები.

 

„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მოგეხსენებათ, ეს არის წინასწარი შედეგები, ასევე მიდის ხმების პარალელურად დაჯამება, მაგრამ შედეგები საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, ამიტომ ნამდვილად ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები, ანუ შეიძლება იყოს გარკვეულად დაკორექტირებული ეს მონაცემები, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არის საკმაოდ ნათელი შედეგი“, – განაცხადა პერ ეკლუნდმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner