logo_geo
eng_logo
„დელტას“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენეს
- +

18 მაისი. 2016. 23:39


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი  „დელტას" ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაცია 2030.news-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.


თავად უჩა ძოძუაშვილი 2030-ის ჟურნალისტთან საუბარში ინფორმაციას მისი თანამდებობიდან  გადაყენების შესახებ  არ ადასტურებს.


ამასთან, 16 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.

 

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალა, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეისწავლოს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა",- ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.


სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" უზრუნველყოფს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner