„ე.წ კაბელების საქმეს მე უფრო კარგად ვიცნობ, ვიდრე - ყველა დანარჩენი, მაგრამ შეფასებისგან ყველა ეტაპზე თავს ვიკავებდი და ახლაც ვიკავებ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში.
„ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელსაც სურს, ეს ღირსეული ადამიანები, რომლებიც განსასჯელის სკამზე სხედან, მართლები იყვნენ, მაგრამ მტყუან-მართლის დადგენის უფლება მე არ მაქვს და ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა პროცესს ავნებს.
მაშინ, როცა ეს 5 ადამიანი დააკავეს და ბატონი ალასანია მივლინებიდან ჩამობრძანდა, კი არ დაინტერესდა, რა მოხდა და ამ ადამიანებს რაში ედავებოდნენ, თემის პოლიტიზირება აეროპორტშივე მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური კურსიდან გადახვევაში იმ დღესვე დასდო ბრალი. ხომ შეიძლება, რეალურად გაგიჩნდეს კითხვები, რა მოხდა და შენს თანამშრომლებს რაში ედავებიან?!", - გაანცხადა ირაკლი სესიაშვილმა.