სლოვენიის ქალაქ ბლედში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილი ჩემპიონი გახდა.
გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით, +65 წლის ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ნონა გაფრინდაშვილი მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის და ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.