logo_geo
eng_logo
გია მურღულია: 1%-იანი სხვაობის 20%-იანად გადაქცევა ლეგიტიმაციაზე კითხვებს არ ტოვებს
- +

30 ნოემბერი. 2018. 00:29

 

 

„როცა ერთპროცენტიანი სხვაობა ლამის ოცპროცენტიანად გადაიქცევა, ეს არც ერთ ქვეყანაში არ დატოვებდა ლეგიტიმაციაზე კითხვას. მაგრამ ეს საქართველოა“, - ამის შესახებ განათლების ექსპერტმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები არცერთ ქვეყანას არ დაუყენებია ეჭვქვეშ, რადგან ამ შედეგის ეჭვქვეშ დაყენება ლოგიკის უარყოფა იქნებოდა.

 

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. „ნაცინალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ეს განცხადება ფილარმონიაში გააკეთა.

 

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი.

 

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

 

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკო-ს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner