logo_geo
eng_logo
„აშშ საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება“
- +

30 ნოემბერი. 2018. 10:47

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რობერტ პალადინოს განცხადებით, აშშ საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება, რათა გაგრძელდეს მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვან ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე.

 

„აშშ საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება, რათა გაგრძელდეს მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვან ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მისიაში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner