logo_geo
eng_logo
უკრაინის პრემიერი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდეს
- +

30 ნოემბერი. 2018. 11:50

 

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდეს.

 

„ქერჩის სრუტეში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.

რუსეთისადმი საჭიროა „სარკისებრი“ ზომების განხორციელება. თუ რუსეთი უკანონოდ აკავებს უკრაინის  გემებს და ციხეში აგზავნის უკრაინელ სამხედრო მეზღვაურებს, საჭიროა რუსული ხომალდების დაკავება“, - განაცხადა გროისმანმა გერმანულ გამოცემა „Die Welt“-თან ინტერვიუში.

 

ამას გარდა, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. გროისმანის აზრით, აღნიშნული ენერგოპროექტი აზარალებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ კონტინენტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner