logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთან კავშირი დაკარგა
- +

30 ნოემბერი. 2018. 11:55

 

 

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთან კავშირი დაკარგა.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა BBC -თან ინტერვიუში განაცხადა, ის სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას არ აპირებს.

 

 

„ძალიან მეპარება ეჭვი, რადგან პირველ რიგში აუცილებელია მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების დასრულება და ეს არ არის მოქალაქეობის საკითხი. ეს არის მართლმსაჯულების აღსრულების საკითხი.

 

არსებობს თვალსაჩინო პრობლემა მის გუშინდელ და დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელშიც ის პოლიციას და სამხედროებს რომელიღაც მხარეზე დადგომისკენ მოუწოდებდა. მან დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან. დღეს ის უცხოელია, რომელიც სხვა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მოწოდებებით გამოდის. ის, რაც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება, კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაციაა. ხმები, რომელიც ხალხმა გუშინ მომცა, ეს არის ხმები სტაბილურობასა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სწორედ ამიტომ ვარ აქ“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner