logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია, ქვეყნის წინსვლა და განვითარება შეუქცევადი გახდეს
- +

30 ნოემბერი. 2018. 12:53

 

 

„არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი. პირველ რიგში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მთავრობის დამტკიცების დროს დავაანონსეთ.

 

ჩვენი მიზანია, ქვეყნის წინსვლა და განვითარება გახდეს შეუქცევადი, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე.

 

მიუხედავად წინასაარჩევნო ემოციებისა, სასიხარულოა, რომ ეკონომიკური ზრდა გასულ თვეს დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ეკონომიკური ზრდამ შეადგინა 6.7%, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია და მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ძალიან ზღვარგადასული ემოციებისა, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად და ეს გახლავთ ძალიან დიდი მონაპოვარი.

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები კიდევ უკეთესი გვექნება და საერთო ძალისხმევით, ჩვენს ხალხთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით იქნება შეუქცევადი და კიდევ უფრო მდგრადი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner