logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: არ გამოგივიდათ რუსული პროექტი! არ გამოგივათ არასდროს!
- +

30 ნოემბერი. 2018. 13:17

 

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაზე, მის როლზე საერთაშორისო პოლიტიკაში და ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების პროტესტზე წერს.

 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სალომე ზურაბიშვილთან თანამშრობლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ახალარჩეული, დიდი უპირატესობით გამარჯვებული პრეზიდენტი მილოცვებს იღებს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვადან, უკრაინიდან, ეს მხოლოდ გუშინ და საჯაროდ, ვიცი, რომ პირადად უკავშირდებიან და ულოცავენ წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები.

 

დასავლური მედიის ინტერესი ძალიან მაღალია და უკვე შედგა რამდენიმე ინტერვიუ ბეჭდურ გამოცემებსა თუ ტელევიზიებში.

 

მას ცნობენ და აღიქვამენ როგორც წონიან პოლიტიკოსს, ქალბატონი სალომეს მოსაზრებები აინტერესებთ გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც უდგას მსოფლიო წესრიგს.

 

ვხვდებით პოზიტიურ შეფასებებსა და მოლოდინებს, როგორც ევროპელი, გამოცდილი დიპლომატის და პირველი ქალი პრეზიდენტის მიმართ.

 

ამასთან, ყველაზე მთავარი ის არის, რომ მას აქვს ქართველი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია.

 

რას ვხედავთ პარალელურად?

 

მიშა, მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა, მეგი გოცირიძე, ელისო კილაძე და ძმები ბერძენიშვილები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და დაუმორჩილებლობას აცხადებენ!

ვის არ ემორჩილებით, რას არ ემორჩილებით?!

არ გამოგივიდათ რუსული პროექტი!

არ გამოგივათ არასდროს!", - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner