„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი შალვა ოგბაიძე „facebook"-გვერდზე საპატრიარქოს კედლების შეღებვას ეხმაურება და ინტერესდება, რატომ არ დაგმო არც ერთმა ორგანიზაციამ.
„ერთი კითხვა მაქვს:
მუსლიმანთა მუფტის (ლიდერის) ან სხვა კონფესიის ოფისი რომ ვინმეს შეეღება, რა რეაქცია ექნებოდათ საქართველოში არსებულ არასამთავრობოებს და „აღარსამთავრობოებს"?
რატომ ზრდილობის გამო მაინც, ერთმა ორგანიზაციამ ან ერთმა საელჩომ მაინც არ დაგმო ეს ვანდალური აქტი?
კითხვა ალბათ რიტორიკულია", - წერს შალვა ოგბაიძე.