NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვულოცავ ქართველ ხალხს იმ არჩევნებს, რომელიც შეფასებული იყო, როგორც თავისუფალი და კონკურენტუნარიანი. მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სათამაშო მოედანი ყველა კანდიდატებისთვის მომავალში. მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხელმძღვანელობასთან მალე შეხვედრას და ერთად მუშაობის გაგრძელებას“, - წერს ჯეიმს აპატურაი „facebook“-ზე.