logo_geo
eng_logo
შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

30 ნოემბერი. 2018. 14:55

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეაგირების შესახებ. 2018 წლის 28-29 ნოემბერს პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე, მათ შორის: ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა) – 8 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) - 4 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) - 1 ფაქტი.

 

არაძალადობრივი დანაშაულის შესაძლო ჩადენის 5 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლისა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა; მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) - 1 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 164-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა) - 1 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 164-ე სეკუნდა მუხლით (არჩევნებში არაერთგზის ხმის მიცემა) - 1 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) - 2 ფაქტი.

 

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის შესაძლო ჩადენის 6 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) - 2 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება) - 4 ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner