ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პრეზიდენტი იან ზაჰრადილი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს.
ევროპის პარლამენტის წევრი თავის მილოცვაში აღნიშნავს, რომ საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა პოლიტიკაში გენდერული თანასწორობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
იან ზაჰრადილი ასევე ულოცავს საქართველოს კონსერვატიულ პარტიას, ევროპული კონსერვატიული ალიანსის წევრს, მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებას.