logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად
- +

30 ნოემბერი. 2018. 14:58

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე უსაფრთხოება დაცული იქნება.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიქცევა ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდა, კანონის ფარგლებში ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ამ უფლებებს მანიფესტაციების დროს, ასევე დავიცავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებენ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner