„ახლა მომნიშნეს ამ პოსტზე, ძალიან ვთხოვ ისნის რაიონის გამგებელს, გამოგვეხმაუროს, სასწრაფოდ დავეხმაროთ ამ ოჯახს!“ - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გამარჯობათ, როგორ ხართ? მე ხათუნა ვარ, 7 შვილის დედა. ვართ სოციალურად დაუცველები და ვცხოვრობთ ქირით. უმძიმეს მდგომარეობაში ვარ და ამიტომ გწერთ. მაპატიეთ, რომ გაწუხებთ. კატასტროფული შიმშილია ჩვენს სახლში. ვერაფერს ვაჭმევ ბავშვებს. წუხელ შიმშილი არ აძინებდათ პატარებს და 2 მუჭა მაკარონი მქონდა და მარილიც კი არ იყო, უმარილოდ მოვუხარშე და 4 პატარას გავუნაწილე. უფროსებმა პირი არ დააკარეს, იმდენად ცოტა იყო. მოვითმენთო. საშინელებაა ამის ყურება. სიკვდილი მინდა. გთხოვთ, თუ რამე შველა შეგიძლიათ, მიშველეთ. 30-ში ბინის ქირაც გადასახდელია და ალბათ მართლა მოვიკლავ უკვე თავს, ვერსაიდან ვერ გადავიხდი. ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ. სასოწარკვეთილი ვარ. ძალიან ცუდად ვარ.
ვცხოვრობთ თბილისში. ვაზისუბნის დასახლება, კორპუსი 16ა. ბინა 35“.
Nino Jgarkava- შენ გამოგდის ასეთების ელვისებური დახმარება, მიაწვდინე რა ხმა ამ რაიონის გამგებელს!“ - წერს რუსკა ადვაძე.