ფრანგული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ სამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ტერორისტული აქტი იყოს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, „ხელისუფლება არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს".
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არსებულ სიტუაციაზე ეგვიპტელ კოლეგას აბდელ ფათაჰ ალ-სისის გაესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ თვითმფრინავის გაუჩინარების გარემოებებს ერთად გამოიძიებენ.
ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერი „Airbus A320" რადარებიდან პარიზიდან კაიროში ფრენის დროს გაქრა. ლაინერის ბორტზე 66 ადამიანი, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდნენ.