logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5 პროცენტს გადააჭარბებს და 5.5-6 პროცენტის ფარგლებში იქნება
- +

30 ნოემბერი. 2018. 17:32

 

 

„ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა. ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი ეკონომიკის მაქსიმუმი. იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერი და განსაკუთრებით დეკემბერი ყოველთვის მაღალაქტიური პერიოდია, ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5 პროცენტს გადააჭარბებს და 5.5-6 პროცენტის ფარგლებში იტრიალებს და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

 

მისი განცხადებით, იმ ფაქტორებს შორის რომლებმაც ოქტომბრის ეკ. ზრდას შეუწყვეს ხელი აღსანიშნავია: ექსპორტის ზრდა - 15 პროცენტით; ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა - 14.1% და ფულადი გადმორიცხვების ზრდა წინა თვეებში, აგრეთვე სხვა შედარებით მცირე თუმცა წინსვლები. რაც შეეხება დარგობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტად ამ პერიოდში გაიზარდა: საფინანსო საქმიანობა, უძრავი ქონება, და დამამუშავებელი მრეწველობა.

 

ამასთან, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევად კვლავინდებურად რჩება დაბალი ინკლუზიურობა, რასაც ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner