logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: სააკაშვილი ისევ შეურაცხყოფისა და რადიკალიზაციის მიმართულებით აგრძელებს მუშაობას
- +

30 ნოემბერი. 2018. 17:32

 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ვადამდელი არჩევნების თაობაზე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმიანობას ისევ შეურაცხყოფისა და რადიკალიზაციის მიმართულებით აგრძელებს.

 

„არჩევნებს რომელ ნაწილში არ აღიარებენ, სადაც 700 ათასი ხმა აიღეს? ამ ნაწილშიც არ აღიარებენ? ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შედეგი აქვთ. თუ არ აღიარებენ, თავის თავს დააბრალონ. უცნაურია, რომ ასეთი შეფასება გააკეთეს. 1,2 მილიონი ადამიანი ხახვსა და კარტოფილზე გაყიდულად გამოაცხადო, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. სააკაშვილი მუშაობას ისევ შეურაცხყოფისა და რადიკალიზაციის მიმართულებით აგრძელებს.

არავითარი გაერთიანება არ არსებობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის სახით ბელადი ჰყავს. კონსტიტუციით, აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, მთავარია, კანონი არ დაირღვეს და პროცესი კანონის შესაბამისად წარიმართოს. წინასწარ ვიცოდით, რომ სააკაშვილი გამოვიდოდა და იმ ტექსტებით დაიწყებდა საუბარს, როგორც ყოველთვის ლაპარაკობს. ძნელი გამოსაცნობი  არ არის სააკაშვილის ქმედებები და რიტორიკა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner