logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: საქართველო ვარშავაში „საგზაო რუკას“ ვერ მიიღებს
- +

24 თებერვალი. 2016. 22:32



ცოტა ხნის წინ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ პირველი არხის ჟურნალისტებთან ბრიუსელისა და თბილისის ურთიერთობებზე და ვარშავაში დაგეგმილ საიმიტზე ისაუბრა. მოცემულ ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა NATO-ს ვარშავის სამიტზე სამოქმედო გეგმის წარდგენა მოსთხოვა.


თუ სამიტი არ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას 2016 წლის არჩევნებში პრორუსული ძალები გაიმარჯვებენ, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნება და საქართველო მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრება" - განაცხადა ხიდაშელმა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის (პროფესიონალი ბანკირის) ზომიერ მთავრობაში  ულტრარადიკალურ პროდასავლურ რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, რომელიც  საბჭოური პერიოდის დისიდენტების,  ლიბერალ-ორთოდოქსებისა და ჯონ ლოკის ფანატებისგან შედგება


მსგავს კატეგორიულ განცხადებაზე NАТО-ს რეაგირება უნდა მოეხდინა და სწორედ ამიტომ, ქართულ ტელეეკრანებზე ჯეიმს აპატურაი გამოჩნდა, რომელმაც ყოველგვარი ევროპული დიპლომატიის გამოყენების გარეშე განაცხადა, რომ საქართველო „საგზაო რუკას" არ მიიღებს.


ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო ალიანსში გაწევრიანებისთვის  „საგზაო რუკას" ვერ მიიღებს" - განაცხადა აპატურაიმ.


საინტერესოა, თუ როგორ დაასაბუთა ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა საბოლოო გადაწყვეტილება:


მე რომ ვიყო  „ასპირანტი ქვეყნიდან" ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატოს წევრობა და არა МАР -ის მოპოვება". - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.


საოცარი არგუმენტია, ეტყობა აპატურაი მიიჩნევს,  რომ საქართველოს  მთავრობა და ექსპერტები  გულუბრყვილო ადამიანების ჯგუფს წარმოადგენენ და არ დაფიქრდებიან იმაზე, თუ რატომ მიიღო სხვა ქვეყანამ, მაკედონიამ MAP - ი  და მხოლოდ მას შემდეგ გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა და რატომ ვერ აუქცია გვერდი ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერც ერთმა ქვეყანამ NATO -ში მოწვევის „საგზაო რუკას?"


სინამდვილეში „MAP" ინსტიტუციური რამ არის, „MAP" არის NАТО -ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. სახელმწიფო, რომელიც „საგზაო რუკას" მიიღებს, ოფიციალურად NATO-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა ხდება. სრულყოფილ წევრობამდე ეს ორმხრივ პასუხისმგებლობას მოიაზრებს, რაც შესაბამისად იქნება აღქმული NATO-ს გაფართოვების მთავარი ოპონენტი რუსეთის მიერ.


ბრუსელში ძალიან კარგად აციან ამის შესახებ და გამომდინარე იქიდან, რომ მათ რუსეთის „სისულელეების გამო" გაღიზიანება არ უნდათ, თბილისისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არ სურთ. ჯეიმს აპატურაიმ უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად პირდაპირ განაცხადა, რომ NATO-ს გარკვეული წევრები შიშობენ, რომ ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე  საქართველოსთვის MAP - ის მინიჭება თავად საქართველოსთვის გაზრდის რისკებს.


აპატურაის აღნიშნული განცხადების აღქმა შესაძლებელია შემდეგნაირად. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს „საგზაო რუკა" გადაეცემა, NATO საკუთარ თავზე გარკვეულ პასუხისმგებლობებს აიღებს იმ ქვეყნის წინაშე, რომლის დედაქალაქიდან 35 კილომეტრში რუსული სამხედრო ძალები დგას. რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ სურს.


მაგრამ ალიანსს საქართველოსთვის საბოლოო უარის თქმა არ სურს. მას არ ჰყავს ბევრი ასეთი ერთგული და ყველაფერზე წამსვლელი მოკავშირე ასეთ ფეთქებად რეგიონში. საქართველოს არა- NATO - ს წევრ ქვეყნებს შორის ერაყში და ავღანეთში გაგზავნილი ჯარის რაოდენობით პირველი ადგილი უკავია. დაახლოებით 20 ქართველი მეომარი დაიღუპა და ასობით დაშავდა ამ პერიოდში. საქართველოს ყველა მთავრობა, დღევანდელი მთავრობის ჩათვლით ალიანსთან მომავალი დაახლოების იმედით აგზავნიდა და აგზავნის ახალ სამხედრო კონტინგენტს სხვადასხვა მისიებში,  ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ აპატურაიმ  გადაწყვიტა დაარბილოს ეს მწარე ინფორმაცია და შეპირდა სერიოზულ განცხადებას ნატოს ვარშავის სამიტის დროს.

 

„ MAP- არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დრო ოდესმე დადგება"- განაცხადა აპატურაიმ.


აღმოსავლურ სიბრძნეს თუ გავიხსენებთ „ოდესმე ან ვირი მოკვდება ან ფადიშაჰი"


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner