logo_geo
eng_logo
Airbus A320 რადარებიდან გაქრა
- +

19 მაისი. 2016. 10:13

 

 

ამ დრომდე ეძებენ ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარებულ Airbus A320-ს, რომელიც კომპანია EGYPTAIR-ის კუთვნილებაა. რეისი 804 პარიზიდან კაიროს მიმართულებით სრულდებოდა და ის ეგვიპტის საჰაერო სივრცეში 11 200 მეტრის სიმაღლიდან დაიკარგა.


მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ქვეყნის ხელისუფლება და მაშველებთან ერთად, მობილიზებულია ეგვიპტის შეიარაღებული ძალების სპეციალური ჯგუფიც.


თვითმფრინავში 56 მგზავრი, მათ შორის 3 ბავშვი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. მგზავრების უმრავლესობა ეგვიპტელები და ფრანგები იყვნენ.


გამოცემა „The Guardian" აქვეყნებს განრიგს, რომლის მიხედვითაც, თვითმფრინავი ბოლო 24 საათის განმავლობაში მეხუთე რეისს ასრულებდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner