logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის
- +

30 ნოემბერი. 2018. 17:47

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის“.

 

მიხეილ სააკაშვილს აქამდეც გლობალური დაუმორჩილებლობა ჰქონდა გამოცხადებული სხვადასხვა ქვეყანაში და მომავალშიც გააგრძელებს ამ დაუმორჩილებლობას. სააკაშვილს დამარცხების შემდეგ სხვა არაფერი ჰქონდა სათქმელი მხარდამჭერებთან, გარდა დაუმორჩილებლობისკენ მოწოდების, თუმცა, ჩვენ ვნახეთ სწრაფი რეაქცია სხვა ლიდერების, რომლებმაც მაშინვე ბუნებრივად უპასუხეს, რომ ეს არ არის მთელი გაერთიანების პოზიცია. არ ვიცი, რა კონსულტაციები შედგა შემდგომ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვაშაძეებმა ვერ დაიცვეს პირველი მოსაზრება და შეიძლება კიდევ შეიცვალონ პოზიცია. მაგრამ კანონი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი არის ყველას პრეზიდენტი და ამას დაემორჩილება თუ არა სააკაშვილი, ეს არაფერს ცვლის და მათ უნდა აღიარონ დამარცხება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner