თურქეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები, მოსახლეობას დედაქალაქ ანკარაში შესაძლო ტერაქტების მოწყობის შესახებ აფრთხილებენ.
დაზვერვის ცნობით, ტერაქტებს „ისლამური სახელმწიფო" 19 მაისს, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმის, სამხედრო ნაწილისა და თურქეთში აშშ-ის საელჩოს რაიონებში გეგმავს.
თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახური ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ 19 მაისს ტერაქტებს „ქურთისტანის მუშათა პარტიაც" გეგმავს.