„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის Airbus A320-ის გაუჩინარებიდან დაახლოებით 2 საათში განგაშის სიგნალი დაფიქსირდა. ამის შესახება EgyptAir-ში აცხადებენ. ვარაუდობენ, რომ სიგნალი საავარიო რადიოშუქურიდან იქნა გაგზავნილი.
სამძებრო სამუშაოებში ეგვიპტური მხარე ჩაერთო. ეგვიპტის სამხედრო უწყებამ რამდენიმე თვითმფრინავი და ხომალდი გააგზავნა. კაიროსთან შეთანხმებულად, სამძებრო ოპერაციაში ჩაერთო საბერძნეთიც.
ლაინერი A320 რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ გაქრა. ბოლო კონტაქტი მფრინავთან თვითმფრინავის გაუჩინარაბამდე 10 წუთით ადრე მოხდა.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.