logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: საჯავრებელი და სამადლობელი - მეორე ტურის შემდეგ საკითხავი
- +

30 ნოემბერი. 2018. 20:03

 

 

ამ სტატუსს შეგნებულად ვწერ ორი დღის დაგვიანებით, რადგან არ მინდოდა, ცხელ გულზე, ემოციურ ფონზე დამეწერა. ახლა კი ვწერ: გაორებული გრძნობით დავტოვე ჩემი ზუგდიდი და სამეგრელო. ერთის მხრივ, სიხარული იმის გამო, რომ სამარცხვინოდ წაგებული პირველი ტურის შემდეგ სამეგრელოში ვითარება კარდინალურად შეიცვალა და მთელი რეგიონის მასშტაბით, გამონაკლისის გარეშე, გამაუპატიურებელთა ხროვამ არჩევნები წააგო. მეორეს მხრივ, ძალიან მძიმე განწყობა, იმის გამო, რომ ზუგდიდში სულ რაღაც 542- ით მეტი აღმოჩნდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთათვისაც საკუთარი ქალაქისა და კუთხის ღირსება წმიდათაწმინდაა; სულ რაღაც 542- ით ნაკლები აღმოჩნდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ახალაიები, მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და ოდიშის ტყეში საკუთარ თანამოძმეთა გაუპატიურება, მუდმივ შიშში, ტერორსა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ცხოვრება ენატრება.

 

რას ვიზამთ, რაც არის, ეგ არის!

 

ახლა, რაც შეეხება ჩემს მშობლიურ სოფელს - კოკს, სადაც ნაცხროვას 2012 წლის შემდეგ, მათ შორის, ახლანდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩათვლით, არცერთი არჩევნები არ მოუგია...

 

მეორე ტურის წინ სამი უძილო ღამე გავატარე ჩემს სოფელში და უშუალო მომსწრე გავხდი იმ საიგავო შემართების, ენთუზიაზმის, მუხლჩაუხრელი შრომის, პასუხისმგებლიანობისა და ღირსების ამოვულკანების, რაც საარჩევნო პროცესში ჩართულმა ადამიანებმა გამოამჟღავნეს

 

.შედეგიც შესაბამისი, თანაც, სიმბოლური დადგა - 48 ნომერმა 48 ხმით გაიმარჯვა.

 

უდიდეს მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც ღირსებისა და თავისუფლების სახელით, ამ შედეგისათვის იბრძოლა - ჩემს მეგობრებს, ჩემს კლასელებს, ჩემს თანაშეზრდილებს, ჩემს საბიძაშვილოს, ახალგაზრდებს, ძველგაზრდებს, ქალებს, კაცებს! დიდი მადლობა იმ წვლილისათვის, რაც ჩენი ქალაქის, ჩვენი კუთხის, ჩვენი ქვეყნისათვის სირცხვილის ჩამორეცხვაში შეიტანეთ! მიყვარხართ და გეფერებით ყველას!

 

და კიდევ, ვაი, იმ ხელისუფლებას, რომელიც გულში გაივლებს, რომ ამ ადამიანებს უღალატოს და მათგან ნაბოძები ბოლო შანსი არა ქვეყნის საკეთილდღეოდ, არამედ ისევ მკვლელებთან და გამაუპატიურებლებთან კოჰაბიტაციისათვის გამოიყენოს!

 

არც გაბედოთ, თორემ ძალიან ცუდად დამთავრდებით იმ ხალხისვე ხელით, რომელმაც უკანსაკნელი შანსი მოგცათ!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner