logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: ვინც არჩევნების კარგად გაყალბება იცის, ყველა „ნაციონალურ მოძრაობაშია“
- +

30 ნოემბერი. 2018. 20:42

 

 

„ეს არ იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდი“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ გადაცემაში „იმედი Live“, – განაცხადა. მისივე თქმით, არსებობდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობდა. ამაზე ისინი წინასწარ ემზადებოდნენ.

 

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სხვაობა 5%-საც რომ გადაცდენოდა, ლეგიტიმაციაზე აღარც შეიძლებოდა ლაპარაკი, მაგრამ სხვა გზა აღარ არსებობდა, რადგან მმართველი გუნდი სრულად ჩაერთო საარჩევნო პროცესში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად.

 

პოლიტოლოგის განცხადებით, არჩევნები საქართველოში კანონიერად ჩატარდა.

 

„ვინც არჩევნების კარგად გაყალბება იცის, ყველა ნაციონალურ მოძრაობაშია“, – განმარტავს ძაბირაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner