logo_geo
eng_logo
თემურ თორდინავა: ბაღების დირექტორების გათავისუფლება სხვადასხვა დარღვევის გამო მოხდა
- +

19 მაისი. 2016. 11:51



თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ბაღების დირექტორების თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას „ინტერპრესნიუსსთან" კატეგორიულად უარყოფს.


მისი განცხადებით, ოთხივე ბაღის დირექტორთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სხვადასხვა დარღვევის გამო მიიღეს.


ამასთან, თორდინავა უშუალოდ 36-ე ბაღის უკვე ყოფილ დირექტორ ელზა უდესიანზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ მისი გათავისუფლება განმეორებითი დარღვევის გამო, ფინანსურ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი გარკვეული გადაცდომების გამო მოხდა.



გათავისუფლდა ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორი და ოთხივე მათგანის გათავისუფლება მოხდა სხვადასხვა დარღვევის გამო. უშუალოდ ელზა უდესიანი გათავისუფლდა განმეორებითი დარღვევის საფუძველზე. პირველი დარღვევის მერე, რომელიც საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ ჩატარებული რევიზიის შედეგად გამოვლინდა, მას განესაზღვრა დისციპლინური სასჯელის ზომა - საყვედური", ხოლო მეორე დარღვევის შემდეგ, რომელიც მერიის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურის მიერ, სხვადასხვა საბავშვო-ბაღიდან გამოთხოვილი ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება", - განაცხადა თორდინავამ.



მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებამდე გაფრთხილება მიიღეს სხვა დირექტორებმაც.


თორდინავას განმარტებით, ზოგიერთი გათავისუფლებული დირექტორის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საწყობში სამეურნეო საშუალებების დანაკლისს, ასევე მთელ რიგ ფინანსურ დარღვევას, მათ შორის სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ინვენტარიზაციის კუთხით.



თბილისის საბავშვო ბაღებიდან 4 დირექტორი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" 36-ე საბავშვო ბაგა-ბაღის უკვე ყოფილმა დირექტორმა ელზა უდესიანმა განუცხადა.



გუშინ გათავისუფლდა 4 ადამიანი, მათ შორის მეც. ეს გამომდინარეობს თითქოს აუდიტის დასკვნით, რომლის თანახმადაც ბავშვების კვებაზე თანხები ზედმეტად გაიხარჯა. თუმცა ამ ფაქტს ვუკავშირებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე წყდება დირექტორების გათავისუფლება და დანიშვნა. პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ინიშნებიან დირექტორები, კერძოდ, ოცნების" აქტივისტები და თავისუფლდებიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ", - განაცხადა ელზა უდესიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner