logo_geo
eng_logo
საქართველომ ესტონეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა
- +

30 ნოემბერი. 2018. 23:30

 

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში მეცხრე ტურის შეხვედრები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ტალინში, მასპინძელი ესტონეთი 7 ქულის სხვაობით 80:73 დაამარცხა და მომავალ წელს, ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

 

ტალინის „საკუ არენაზე“ გამართული შეხვედრაში, გამარჯვებაზე განაცხადი, ზუროსის გუნდმა პირველივე ტაიმში გააკეთა, რომელიც 9 ქულით 41:32 მოიგო.

 

საქართველოს ნაკრების დომინირება მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც არასრულ 31 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა და ერთი დაფარება მიითვალა.

 

ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი გოგა ბითაძემაც. მის ანგარიშზე 19 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა იყო. კარგი მატჩი გამოუვიდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელ თად მაკფადენსაც, რომელმაც 35 წუთში 19 ქულა მოაგროვა, განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი შორეული ტყორცნებია, მაკფადენმა 7-იდან 5 სამქულიანი ჩააგდო. მასპინძელთა შემადგენლობაში კი 14 ქულით იანარი იოსარი გამოირჩა.

 

ამ გამარჯვების შემდეგ საქართვლოს ნაკრებს ოთხი მოგება და ხუთი მარცხი დაუგროვდა და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. მომავალ წელს ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.

 

ამავე ჯგუფში, დღეს ისრაელმა სერბეთს უმასპინძლა და მოულოდნელად 83:74 დაამარცხა. საბერძნეთისა და გერმანიის მატჩი კი ბერძნებმა 92:84 მოიგეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner