ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას „სახლში გასტუმრებით ემუქრება". გამზარდიას თქმით, ალასანიას არ უნდა დაავიწყდეს, ვისი დამსახურებით მოვიდა ის ხელისუფლებაში 2012 წელს.
„ბატონი ირაკლი ალასანია მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, როგორც მოგიყვანეთ ხელისუფლებაში, ისე გაგისტუმრებთო. დიდი ბოდიში, მაგრამ ხომ არ დაავიწყდა ბატონ ირაკლის, თავად რომ არასდროს არჩევითი ლიდერი არ ყოფილა, ყოველთვის დანიშნული იყო, ერთხელ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ისიც წააგო, თან ვისთან - ახალაიასთან დამარცხდა.
ჰოდა, ბატონო ირაკლი, მეტი სიფაქიზე განცხადებებში, ბიძინა ივანიშვილს იმას უფრო უნდა „აბრალებდეთ", რომ მაგის ხათრით და ავტორიტეტით სამი არჩევნები მოიგეს სხვებმა, მათ შორის თქვენც", - წერს გამზარდია.