logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: ალიანსის წევრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
- +

19 მაისი. 2016. 12:23



კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსის წევრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რეფორმებზე დამოკიდებული.



ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პაკეტის გაძლიერებაზე იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ის მომენტი, როდესაც საქართველო წევრობისთვის მზად იქნება. ალიანსის წევრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, რეფორმებზე დამოკიდებული. ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, რისი გაკონტროლების უნარიც გვაქვს.

ვარშავის სამიტის ენა საქართველოსთან მიმართებაში იქნება იგივე, რაზეც დეკემბრის მინისტერიალზე მოხდა შეთანხმება. ეს არის პოლიტიკური რეალობა. არ არის კონსენსუსი განცხადების შინაარსის შეცვლაზე. მას შემდეგ დიდად არც შეცვლილა გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება კონსენსუსზე ემოქმედა", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner