logo_geo
eng_logo
რა ქონებით ტოვებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტს
- +

1 დეკემბერი. 2018. 02:48

 

 

საქართველოში, 28 ნოემბერს რიგით მე-5 პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

 

ერთმანეთს მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებოდნენ. ცესკოს მიერ საარჩევნო უბნების 99,92 %-ის დათვლის შედეგებით, არჩევნებში 59,54 %-ით გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილია. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

 

მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მან არჩევნებში ხმათა უმრავლესობით, 62,18%-ით გაიმარჯვა.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს მარგველაშვილი ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობას.

 

2018 წლის 3 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ფლობს 4 462 კვ/მ მიწის ნაკვეთს დუშეთში, რომელიც მან 2004 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. 2004 წელს 2 500 დოლარად იყიდა 200 კვ/მ ფართის სახლი დუშეთში. ასევე მის საკუთრებაშია 120 კვ/მ ბინა, რომელიც 2009 წელს იყიდა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტობის პერიოდში, 2016 წელს მარგველაშვილმა დუშეთში შეიძინა 40 კვ/მ საცხოვრებელი სახლი, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადა.

 

ასევე, დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს პრეზიდენტის პოსტზე 82 800 ლარის შემოსავალი მიიღო. დეკლარაციის შევსებისას მას სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 6 695 ლარი.

 

გიორგი მარგველაშვილს ჰყავს მეუღლე, მამა, დედა და სამი შვილი, თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში იმ ოჯახის წევრების მონაცემებია ასახული, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მასთან ერთად, შესაბამისად, პრეზიდენტის უფროსი შვილის შესახებ მონაცემები დეკლარაციაში ნაჩვენები არ არის.

 

რაც შეეხება მამას, ის ფლობს 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; დედას კი დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 5 420ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა გასულ წელს - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში ლექტორობისას 1 890 ლარი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში - 1 087,5 ლარი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორობისას კი - 6 200 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას, ის ფლობს 70 კვ. მეტრის ბინას თბილისში; მასვე ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში „ქართუ ბანკის“ საბანკო ანგარიშებზე - 2 490,05 ლარი, 47,53 დოლარი და 637,56 ევრო ჰქონდა. ამასთან, ჩიჩუამ 2017 წელს პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრობისას 18 750 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner