logo_geo
eng_logo
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ლაგოდეხში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
- +

1 დეკემბერი. 2018. 14:25

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ლაგოდეხში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი ბესიკ ზედელაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები და ადგილობრივი მოსახლეობა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები გააცნეს.

 

„112“-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის - მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა „SOS - ჩუმი განგაში“. ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს „SOS - ჩუმი განგაშის“ ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს.

 

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner