logo_geo
eng_logo
სამეგრელოში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ხვდებიან
- +

1 დეკემბერი. 2018. 17:25

 

 

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.

 

ძლიერი ქარის შედეგად, სენაკის, ხობის, ფოთის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სახურავები.

ასევე, დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობებიც. მოგლეჯილმა ხეებმა სავალი გზები ჩახერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც რეგიონის სოფლებისა და ქალაქების გარკვეულ უბნებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

 

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 

შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტების მერები და მერიების ყველა შესაბამისი სამსახური.

 

ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველთა ჯგუფები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

 

მუშაობის საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner