logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- +

1 დეკემბერი. 2018. 18:43

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ჯ. ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ჯ. ა. 2018 წლის 28 ნოემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მან, 2018 წლის 28 ნოემბერს,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ჩაქვში, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით,  ცეცხლსასროლი იარაღიდან,   მ. ც.-ს მიმართულებით განახორციელა მრავალჯერადი გასროლა. თავისა და ზურგის არეში  მიყენებული მრავლობითი დაზიანებების  შედეგად მ. ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ჯ. ა.-სთვის საქართველოს სსკ 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner