logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: მამუკა ახვლედიანი უუნარო მენეჯერია
- +

24 თებერვალი. 2016. 23:08



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მისი არაეფექტური მენეჯმენტის გამო გათავსუფლდა.


როგორც გვენეტაძემ გადაცემაში 2030 განაცხადა, იმის მაგივრად, რომ ახვლედიანს უერთიერთობის უფრო დახვეწილი ფორმა, მოლაპარაკებები აერჩია, მან მედიასთან ურთიერთობა არჩია.


 

„მამუკა ახვლედიანმა, იმის ნაცვლად, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასამართლოში არსებული პრობლემები მოეგვარებინა, ურთიერთობის სხვა ფორმა არჩია - საჯაროდ გამოიტანა დაუკონკრეტებელი ფაქტები და არასწორი ეპითეტებით, ალბათ, მისდაუნებურად, თავისი კოლეგები შეურაცხყო, როცა სისტემებში და რაღაც დაჯგუფებებში გააერთიანა. ეს მისი არჩევანია. ახვლედიანი უუნარო მენეჯერია. ეს არა მარტო საბჭოს წევრების და მათ შორის, ჩემი, არამედ მისი კოლეგების შეფასებაა . საქალაქო სასამართლოში შეხვედრისას, მოსამართლეების მხრიდან მის მიმართ კრიტიკა და მოთხოვნები დაფიქსირდა.

 

იუსტიციის საბჭო ყველა პროგრესულ იდეას უთანაგრძნობს და რეფორმებზე თუ სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარს არ ამბობს. თუ საბჭო ქმედითი, ეფექტური და გამჭვირვალე იქნება, ასეთივე იქნება საერთო სასამართლოებიც. სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემები არსებობს და ბუნებრივია, მეც მაქვს. საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებას შეჯერება სჭირდება, რაც დიდი შრომით მიიღწევა. ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ. თუმცა, სასამართლო ხელისუფლებისადმი ზღვარგადასული შეურაცხყოფა და კოლეგების მუდმივად უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებს." - განაცხადა  ნინო გვენეტაძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner