logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: შაკო კუჭაშვილზე მუქარები არც გამოგიძიებიათ და ისევ ამ ბავშვს აჯარიმებთ ნაცების გამოო?
- +

1 დეკემბერი. 2018. 22:05

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შაკო კუჭაშვილისთვის 500 ლარიანი ჯარიმის შეფარდებას ეხმაურება:

 

„ახლა კი მართლაა ჰოო, პოლიცია თქვენ როგორ ხართ? წლობით დევს ჩვენი საჩივრები და ფეხებზე გკიდიათ, თავად შაკო კუჭაშვილზე მუქარები არც გამოგიძიებიათ და ისევ ამ ბავშვს აჯარიმებთ ნაცების გამოო? მგონი მთელი პოლიციის რიგები დასაწმენდია „ნაცებისგან „და დროა სანამ გვარებით გამოგვიჭენებია ყველა! გლდანი-ნაძალადევის პოლიცია თქვენ ხომ ხართ კარგად!“ - წერს ჯღარკავა.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვან აქტივისტ შაკო კუჭაშვილს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ, გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე წარწერა KGB მიხატვის საქმეზე 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner