logo_geo
eng_logo
შსს: შესაძლო თავდასხმის ფაქტზე ბაჩუკი ქარდავამ განმარტა, რომ მის მიმართ ძალადობას ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია
- +

1 დეკემბერი. 2018. 22:47

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაზე შესაძლო თავდასხმის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა და იგი პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად დაიბარა“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 

მათივე ცნობით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში უკვე გამოიკითხა ბაჩუკი ქარდავა, რომელმაც დღეს, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ მის მიმართ ვინმეს მხრიდან ძალადობას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

„ვინაიდან აღნიშნული არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა“, – აცხადებენ შსს-ში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner