logo_geo
eng_logo
შსს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

1 დეკემბერი. 2018. 22:48

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე დაიცავს იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს“ - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 

„რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner