სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხვალ მეხანძრე-მაშველებს დალოცავს.
მეხანძრე-მაშველების დალოცვა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მოხდება.
როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, სამების საპატრიარქო ტაძარში ხვალ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 700 მეხანძრე-მაშველი იქნება.
„აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს წმინდა გიორგის ლეგიონის წოდება მიანიჭა“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.