logo_geo
eng_logo
ილია მეორე ხვალ მეხანძრე-მაშველებს დალოცავს
- +

1 დეკემბერი. 2018. 23:44

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხვალ მეხანძრე-მაშველებს დალოცავს.

 

მეხანძრე-მაშველების დალოცვა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მოხდება.

 

როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, სამების საპატრიარქო ტაძარში ხვალ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 700 მეხანძრე-მაშველი იქნება.

 

„​აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს წმინდა გიორგის ლეგიონის წოდება მიანიჭა“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner