logo_geo
eng_logo
სომხეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
- +

2 დეკემბერი. 2018. 00:22

 

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

 

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარქისიანმა ზურაბიშვილს მისალოცი შეტყობინება გაუგზავნა და მეგობარი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წარმატებები უსურვა.

 

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სომხურ-ქართული მეგობრული და თბილი ურთიერთობები სამომავლოდაც გაგრძელდება და ყველა მიმართულებით განვითარდება. ორ ერს შორის ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე ასაყვანად, პოზიტიური დინამიკა აღინიშნება“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner