სააგენტო AFP -ს ცნობით, ავიაკომპანია EgyptAir-ის გაუჩინარებული ლაინერი ეგეოსის ზღვაში, ბერძნული არქიპელაგის დოდეკანესის ერთ-ერთ კუნძულ კარპატოსთან ჩავარდა. თუმცა, ეგვიპტის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
პრემიერ-მინისტრ შარიფ ისმაილის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, თუ რა შეემთხვა თვითმფრინავს, რადგან სამძებრო სამუშაოები არ დასრულებულა.
ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერი A320 რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ გაქრა.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.