ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:
„ნიკა გვარამია რასაც ამ საღამოს ბედავდა რ2-ზე და საერთოდ, რასაც ბედავს, ეს იმის ბრალია, რომ მის სიძულვილის ენას სამართლებრივი პასუხი არ გაეცა, მისი ეს გამონათქვამები არ თარგმნა და საელჩოებს არ დაურიგდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ დაეგზავნა...და შედეგად თავად გვარამია საუბრობს ფეისბუკში სიძულვილის ენის შეზღუდვაზე და ფეხების დახვრეტით იმუქრება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. გააგრძელებთ თმენას და დაიზარებთ მის სასამართლოებში თრევას? მაშინ არ გაგიკვირდეთ, რომ ხვალ მართლა სროლას დაიწყებს ესეც და სხვა ჯალათებიც“ - წერს უძილაური.