ჟურნალისტობა ლობიოობა არაა?!
არავინ არის ვალდებული ჟურნალისტთან.
თუ ადამიანს არ სურს ურთიერთობა ჟურნალისტთან, ეს მისი უფლებაა.
ეს ეხება საზოგადოებაში ცნობილ პირებსაც და საჯარო პირებსაც, ყველას აქვს უფლება არ მისცეს კომენტარი.
თანამდებობაზე მყოფ ჩინოვნიკს შეუძლია უარი უთხრას კომენტარზე ჟურნალისტს.
სამაგიეროდ, ჟურნალისტს შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურისგან მოითხოვოს წერილობითი ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ ვადებში.
კერძო საკუთრებაც ხელშეუხებელია და პირადი ცხოვრებაც. ნანა კაკაბაძეს არაფერი დაუშავებია, მის ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ და სრული უფლება ქონდა გამოეძევებინა დაუპატიჟებელი სტუმრები, ერთადერთი, რაც უმჯობესი იყო მისი მხრიდან, მაშინვე გამოეძახებინა პოლიცია და პოლიციას გაეყვანა რ2.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჩემთვის პირადად არის სრული ბუტაფორია. მიუხედავად ამ ქარტიის არსებობის თითქმის 10 წლიანი ისტორიისა, მას არანაირი არსებითი როლი არ უთამაშია მედიის განვითარებაში.
მოკლედ, ჟურნალისტებს აქვთ უფლებები, მაგრამ უფლება გაქვთ რესპოდენტებსაც!
არჩევნებიდან 2 დღე გავიდა და ჯალათების პარტია ისევ თავისმართლების პოზაში ცდილობს „ოცნების“ ჩაყენებას. ამათთან ენის მოჩლექვა არ შეიძლება, არაფერზე არ უნდა დაუხარო თავი და მუდმივად უნდა აძახო სისხლიანი, ფაშისტი ჯალათების ბანდა!
ჩვენი პრობლემა ის არის, რომ არ ვიყენებთ დემოკრატიის უფლებებს „ნაცების“ წინააღმდეგ. არ ვაგროვებთ მათ ფაშისტურ, რეაქციულ, ქსენოფობიურ, ანტისემიტურ, დამამცირებელ გამონათქვამებს, არ ვთარგმნით და არ ვითხოვთ რეაგირებას იმავე დასავლეთისგან!
ერთიც, ხუთიც და საზოგადოებრივი მოძრაობა თუ არ დაიწყო, ეს ფაშისტები ქვეყანას ისევ საკონცენტრაციო ბანაკად აქცევენ!
არ ვარ „ოცნების“ დეპუტატი და არ ვთვლი რომ ჯალათების ტელეარხთან რამე რევერანსებია საჭირო!
გიორგი უძილაური