საინფორმაციო სააგნეტო “მარშალპრესის” რედაქციამ მიიღო სკანდალური წერილი, რომელშიც ასახულია კრიმინალური ავტორიტეტების მკვლელობის დეტალები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფორსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მკვლელობის მომზადება.
წერილს, რომელშიც ასახულია კრიმინალური ავტორიტეტების მკვლელობისა და სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციის მცდელობა უცვლელად გთავაზობთ.
წერილი “მარშალპრეს” ფეისბუქ მომხმარებელმა ქისტინც ბათირაშვილმა მიაწოდა.
საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრეს.ჯი” მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს: გთხოვთ დროულად მოახდინოთ რეაგირება აღნიშნულ ინფორმაციაზე, ჩვენის მხრივ ჩვენ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან.
“ინფორმაციას გაწვდით თურქეთში ეგრედწოდებული კანონიერი ქურდების დავით ახანაშვილის (დათო პანკისკი) და გაიოზ ზვიადაძის (გია ქუთაისკის) მკვლელობასთან დაკავშირებით, გთხოვთ ჩემი ვინაობა საიდუმლოდ დატოვოთ, ეს ინფორმაცია შინაური წყაროდან არის მოპოვებული, სანდო და რეალურია.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვში კრიმინალურმა ავტორიტეტმა არბი ნასიპაშვილმა (გოდერძიმ) ხუთი ადამიანი ჩაცხრილა (მოკლა), ეს მკვლელობები ქურდულ აბაროტს უკავშირდება, სწორედ თურქეთში მოკლული კანონიერი ქურდების, პანკისელი, სოფელ დუისელი ჩეჩენი ქურდის დავით ალხანაშვილი (დათო პანკისკის) და ქუთაისელი ქურდის გაიოზ ზვიადაძის (გია ქუთაისკის) მკვლელობას.
კრიმინალური ავტორიტეტი “არბი” ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანიდან არის, თუში ჩეჩენია. გავრცელებული ინფორმაციით რაც მოვისმინე, კრიმინალური ავტორიტეტი არბი წლების წინ რამოდენიმე თვით მუხროვანის სპეციალურ ძალებში (სპეცრაზმში) მსახურობდა, სავალდებულო გაწვევის დროს მოგეხსენებათ ამ დანაყოფში მოხვედრა რთულია, შესაბამისად მას დაეხმარნენ, რომ მოხვედრილიყო ამ დანაყოფში, მისი იქ ყოფნა ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება ჩეჩენი და ქისტი მებრძოლების ლიკვიდაციას.
გავრცელებული ინფორმაციით, მუხროვანის სპეცრაზმმა იაქტიურა ამ სპეცოპერაციაში, კრიმინალური ავტორიტეტი ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია და ასევე პანკისში ჩატარებულ რამდენიმე სპეცოპერაციაზე. მისი ინტერესი იყო სისხლი აეღო მოკლული ჩეჩნების. 4 თვის შემდეგ მან დატოვა, მიატოვა სამხერო ბაზა რამოდენიმე დღის შემდეგ დაიჭირეს მას აღმოუჩინეს უკანონო ავტომატი რაზეც გაასამართლეს. 2 წლით რუსთავის სასჯელაღსრულების ნომერ 17 ციხეში. გავრცელებული ნფორმაციით ციხის მაყურებელთან ახლო ურთიერთობა ქონდა, მეგობრობდა და ქურდულ საქმიანობაში ჩართული იყო კანონიერი ქურდობა უნდოდა და სწორედ ამიტომ ქურდულ აბაროტთან დაკავშირებით მოსკოვში ხუთი ადამიანი ჩაცხრლილა, ამ ხუთმა ადამიანმა მოკლა ის კანონიერი ქურდები რომლებიც აგიღწერეთ. ეს ყველაფერი ისე გაკეთდა რომ კვალი არ დარჩენილა. კრიმინალური ავტორიტეტი ასევე რამდენჯერმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს სახლტან ავტომატით ელოდებოდა. ამ ინფორმაციასთან ერთად გაწვდით კრიმინალური ავტორიტეტის არბის 4 ფოტოს”