logo_geo
eng_logo
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე 260-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

2 დეკემბერი. 2018. 02:57

 

 

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციაზე 260-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საფრანგეთის დედაქალაქში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა.

 

აქციის წევრებმა ავტომობილები დაწვეს. დაპირისპირების შედეგად, 110 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 20 პოლიციელი.

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის განცხადებით, ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებენ. „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner