logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია!
- +

19 მაისი. 2016. 12:55



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხეზე ისაუბრა. იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დაავადების გავრცელების საფრთხე მინიმალურია და აქვე აღნიშნა, რომ სადეზინფექციო სამუშაოები უკვე მეორე წელია, მთელ შავიზღვისპირეთში ტარდება.



„ძალიან ძველი განცხადებაა, კარგად ვართ გაცნობილები. რაც შეეხება საფრთხეს, საქართველო მთვარეზე ხომ არ არის, დედამიწაზეა, ჰოდა, ევროპაში თუა საფრთხე, საქართველოშიც იქნება, მაგრამ საფრთხე მინიმალურია. სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოში ტარდება უკვე მეორე წელია, მთელ შავზღვისპირეთში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს მონაცემებს, სადაც საუბარია, რომ საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს. ამ ინფორმაციას „20/30" ავრცელებს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოსა და რუსეთის შავიზღვისპირა რეგიონებში ბინადრობს კოღოს ის სახეობა, რომელსაც ზიკას ვირუსი გადააქვს. აქედან გამომდინარე ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე ამ რეგიონებშია.


აღნიშნული ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებებს, რომ მოსახლეობა და განსაკუთრებით ორსული ქალები გააფრთხილონ დაავადების ნეგატიური შედეგების შესახებ და ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner