თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვან აქტივისტ შაკო კუჭაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე წარწერა KGB მიხატვის საქმეზე 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ამ ფაქტს ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„... არ ვიცი ამ ბავშვის დამკავებელი პოლიციელი ან გამსამართლებელი მოსამართლე რომელი ორგანოთი ფიქრობდნენ, მაგრამ ერთი კი ნათელია:
- მის ოჯახს და მით უმეტეს, მას ამ ჯარიმების გადასახდელი ფული არა აქვს!
და ზუსტად ამიტომ, რომ ამ ბავშვს არ ვუბიძგოთ სხვა, უფრო მძიმე დანაშაულისკენ, ეს ჯარიმები ჩვენ-საზოგადოებამ უნდა გადავუხადოთ!